Accentnews.ge
რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს

31/07/2023 04:21:10 მსოფლიო

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს.

„რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ხარკოვის იმართულებით С-300 ტიპის რაკეტები გაუშვეს", - აცხადებენ უწყებაში. მისი ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S