Accentnews.ge
გენერალი ტარნავსკი: უკრაინელი სამხედროები ტავრიის მიმართულებით წინ მიიწევენ

გენერალი ტარნავსკი: უკრაინელი სამხედროები ტავრიის მიმართულებით წინ მიიწევენ

31/07/2023 03:35:20 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიის" მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ტავრიის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"ტავრიის მიმართულებით მიმდინარეობს ოპერაცია. თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. გასული დღის განმავლობაში, მტრის დანაკარგები დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ორ ასეულს შეადგენს. განადგურდა მტრის 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა... ასევე განადგურდა საბრძოლო მასალით დატვირთული მტრის ორი შემადგენლობა", - წერს გენერალი ტარნავსკი სოციალურ ქსელში.

დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 36 სამხედრო შეტაკება მოხდა და უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S