Accentnews.ge
პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

31/07/2023 03:25:51 მსოფლიო

პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის მხარდამჭერების შეხვედრაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 200–მდე პირი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ სცენასთან ახლოს განახორციელა, სადაც პარტიის რამდენიმე ლიდერი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების თანახმად, თავდასხმის უკან სავარაუდოდ, ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დგას.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S