Accentnews.ge
რომის პაპმა რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდა

31/07/2023 03:20:20 მსოფლიო

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდა.

"არ ვწყვეტთ ლოცვებს უკრაინისთვის, სადაც ომი ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის მარცვლეულს. ეს არის ღვთის მძიმე განსაცდელი, რადგან მარცვლეული არის უფლის საჩუქარი კაცობრიობის დასაპურებლად და ამიტომ შიმშილით დატანჯული ძმებისა და დების ტირილი ცას სწვდება", - განაცხადა პაპმა ვატიკანში საკვირაო ლოცვის დროს

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან საუბრისას ფრანცისკემ მოუწოდა კრემლის წარმომადგენლებს, „განაახლონ შავი ზღვის ინიციატივა, რათა მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს".

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.

რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S