Accentnews.ge
ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო 2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა სკოლაში სწავლა შეწყვიტა

ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო 2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა სკოლაში სწავლა შეწყვიტა

31/07/2023 03:11:11 საზოგადოება

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დადგენას ცდილობდა 2013-2022 წლების მონაკვეთში, აჩვენებს რომ გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს.

კვლევა ამ კომპონენტში ეყრდნობა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წელს 5 ათას გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც მთელი ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, ბოლო სამ წელიწადში 8 ათასს აჭარბებს.

2022 წელი - 5 508 ბავშვი;

2021 წელი - 2698 ბავშვი

2020 წელი - 1358.

ბავშვისამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი კვლევაში წერს, რომ შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლის დასრულებას, დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.

კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (76%), ყველაზე დაბალი კახეთის (42%) და გურიის (47%) რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S