პუტინისტების "ასტორია გრანდეს" ბათუმში საპროტესტო აქციით, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ
31/07/2023 02:08:08 პოლიტიკა
საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე", რომელიც ორი დღის წინ სოჭიდან დაიძრა, უკვე ბათუმშია. აჭარის დედაქალაქში მას დილის 07:00 სთ-სთვის ელოდნენ, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთი საათით ადრე შემოვიდა.
ლაინერს, რომელმაც საქართველოში ამჯერად პუტინიზმის ცნობილი მხარდამჭერები და პროპაგანდისტები ჩამოიყვანა, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით, საქართველოს ჰიმნით, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე შეძახილებით "Путин х..ло" და "Русский корабрь, иди ....." დახვდნენ.
ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ნავსადგურთან ყველა მისასვლელი გადაკეტილია, წინასწარ მოეწყო რკინის ჯებირების ორმაგი ზღუდე და აქციის მონაწილეებს ნავსადგურში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის პორტთან 30 ივლისს, საღამოს შეიკრიბნენ და ღამე ადგილზე გაატარეს.


