უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 245 700 ჯარისკაცი დაკარგა
30/07/2023 12:26:35 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 245 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი - 4205
ჯავშანტექნიკა - 8178
საარტილერიო სისტემა - 4795
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 698
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 459
თვითმფრინავი - 315
ვერტმფრენი - 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4011
ფრთოსანი რაკეტა - 1347
გემი/ნავი - 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7275
სპეცტექნიკა - 711
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


