Accentnews.ge
სერჰი ჩერევატი: "უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ"

სერჰი ჩერევატი: "უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ"

30/07/2023 10:16:40 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს.

მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით 498 თავდასხმა და 2 საჰაერო იერიში განახორციელეს.

„ჯამში, ამ მიმართულებით 7 შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ჩვენ მოვახერხეთ 44 ოკუპანტის განადგურება, 118-ის დაშავება, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის, მტრის საველე საბრძოლო მასალის 3 საცავის, ასევე Murom-M-ის სათვალთვალო კომპლექსის განადგურება“, - აღნიშნა სერჰი ჩერევატიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S