Accentnews.ge
რუსებმა დნეპერში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსებმა დნეპერში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

28/07/2023 19:22:14 მსოფლიო

რუსული ჯარებ მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს დნეპერში,– ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო იუწყება.

„დნეპრი. რუსმა ტერორისტებმა მაღალსართულიან შენობა დაბომბეს. 21:30 საათისთვის სამმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას“, - დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ - მიმდინარეობს კარდაკარ შემოვლა. ხალხი იღებს პირველად გადაუდებელ დახმარებას.

მანამდე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, რადგან დაფიქსირდა MiG-31 გამანადგურებელი, რომელიც აფრინდა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, "სავასლეიკას" აეროდრომიდან. ამ თვითმფრინავს შეუძლია "კინჯალის" ტიპის აერობალისტიკური რაკეტების გადატანა.

გაერომ, 30 ივნისის მდგომარეობით, შეძლო, დაედასტურებინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 9 177 მშვიდობიანი სამოქალაქო პირის სიკვდილი და 15993 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება. მათ შორის - 535 დაღუპული და 1095 დაშავებული ბავშვია. გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს.

რუსეთი, მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა, უარყობს პასუხისმგებლობას უკრაინაში სამოქალაქო და სამხედრო პირების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S