ზელენსკი: კატარი უერთდება უკრაინის "მშვიდობის ფორმულას"
28/07/2023 18:41:17 მსოფლიო
კატარი უკრაინასთან ერთად განახორციელებს ე.წ მშვიდობის ფორმულას, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ცნობილია, რომ კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი პარასკევს ვიზიტით იმყოფებოდა კიევში და მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კატარი ჩვენთან იქნება "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში – შეუერთდება ერთობლივ გლობალურ ძალისხმევას. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად. განვიხილეთ სიტუაცია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ირგვლივ...მადლობა კატარს პასუხისმგებლიანი პოზიციისთვის“,– თქვა ზელენსკიმ.


