უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
28/07/2023 18:11:53 მსოფლიო
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყანას ახლა სარაკეტო საფრთხე ემუქრება, რადგან დაფიქსირდა MiG-31 გამანადგურებელი, რომელიც აფრინდა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, "სავასლეიკას" აეროდრომიდან.
ამ თვითმფრინავს შეუძლია "კინჯალის" ტიპის აერობალისტიკური რაკეტების გადატანა.
რამდენიმე საათის წინ უკრაინის რიგ რეგიონებში ასევე გამოცხადდა საჰაერო განგაში რუსეთში Tu-22m3 სტრატეგიული ბომბდამშენის აფრენის გამო. განგაში 10 წუთს გაგრელდა.


