ზელენსკი: გამარჯვება უნდა იყოს ისეთი, რომ დაბრუნების მცდელობა არ სცდებოდეს ფანტაზიას
28/07/2023 16:59:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნისას განაცხადა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და უნდა იყოს ისეთი, რომ მტერს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან განვდევნით. მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ დაბრუნების შესახებ მტრის ნებისმიერი მცდელობა არ სცდებოდეს იმ შეშლილთა ავადმყოფ ფანტაზიას, რომლებიც საკუთარ თავში ატარებენ ასეთ გეგმებს. სწორედ სახელმწიფოებრიობა არის ჩვენი პასუხი უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოთხოვნილებაზე. ძნელია სახელმწიფოებრიობის დაცვა, მაგრამ უფრო ძნელია დაბრუნება, თუკი მას დაკარგავ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთით. რუსეთი აგრძელებს, მათ შორის, საჰაერო იერიშს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.


