აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ჩაერთონ
28/07/2023 14:29:47 მსოფლიო
აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ჩაერთონ, - წერს აზერბაიჯანული მედია.
პაკისტანი ამჟამად საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზეა გადამამუშავებელი ქარხნის შესაქმნელად, - ამის შესახებ პაკისტანის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიქ მალიქმა განაცხადა.
დამატებითი დეტალები ჩინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ჯერ გამჟღავნებული არ არის, - წერს აზერბაიჯანული მედია. .
პროექტში ოთხი პაკისტანური სახელმწიფო კომპანია მონაწილეობს: Pakistan State Oil (PSO), Oil and Gas Development Company Limited (OGDCL), Pakistan Petroleum Limited (PPL) და Government Holdings Private Limited (GHPL),
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქარხანას შეუძლია, დღეში 0,3 მილიონი ბარელი გადაამუშაოს, მათ შორის 8 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 6 მილიონი ტონა ბენზინი წლის განმავლობაში.


