რუსეთში დღის განმავლობაში მეორე აფეთქებაა, ამჯერად - სამარაში
28/07/2023 14:32:48 მსოფლიო
რუსეთში დღის განმავლობაში მეორე აფეთქება მოხდა, ამჯერად - სამარაში, კუიბიშევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ხინშტეინმა გაავრცელა.
მისივე მონაცემებით, ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
მომხდარის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის: დღესვე აფეთქება მოხდა როსტოვში, სახელმწიფო ბანკის ეზოში. შედეგად სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა.


