Accentnews.ge
რუსეთში, ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

რუსეთში, ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

28/07/2023 13:53:32 მსოფლიო

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივთა ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების ფანჯრების მინები ჩაამსხვრია.

რუსული მედია მომხდარის შედეგად სულ მცირე, 12 დაშავებულის შესახებ იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, დეტონაცია რესტორან "ჩეხოვ სადის" სიახლოვეს, სახელმწიფო ბანკის ეზოში მოხდა.

როსტოვის ოლქის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S