Accentnews.ge
Amnesty International - ხელისუფლების მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი

Amnesty International - ხელისუფლების მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი

27/11/2019 14:59:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისში საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ  ხელისუფლების მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი. 

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ:

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, შეამცირონ ზარალისა და ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი. ძალა მხოლოდ იმ პირების წინაღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართულნი. [...] ზოგიერთმა აქციის მონაწილემ წყლის ჭავლის გამოყენების დროს დაზიანებები მიიღო. ერთ პირს კი თვალი აქვს დაზიანებული“.

Amnesty International მიიჩნევს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ ქმედება:

„მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება ასევე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტურ ფაქტორებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S