Accentnews.ge
იაპონია: რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა

იაპონია: რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა

28/07/2023 09:21:54 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა, - ნათქვამია იაპონიის თავდაცვის „თეთრი წიგნის“ ახალ გამოცემაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსისა, რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, ხოლო მისი ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები "შეიძლება განიმარტოს, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე."

მსოფლიო საზოგადოება, ისევე როგორც იაპონია, არ შეეგუება რუსეთის ასეთ ქმედებებს, - ხაზგასმულია იაპონიის თავდაცვის „თეთრ წიგნში“.

იაპონიის ხელისუფლება შეშფოთებულია აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, ასევე - რუსეთსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით. კიდევ ერთი საფრთხე არის ჩრდილოეთი კორეა, რომელიც ავითარებს ბირთვულ და სარაკეტო პოტენციალს.

ამ ფონზე იაპონია აცხადებს, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ იტოვებს უფლებას, „დაიცვას საკუთარი მიწა " და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S