უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონში სტარომაიორსკი გაათავისუფლა
28/07/2023 08:00:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედროები დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკოეს განთავისუფლების შესახებ აცხადებენ.
ვიდეოში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცები მე-7 ცალკეულ ბატალიონ „არეისთან“ ერთად არიან გადაღებულები უკრაინის დროშის ფონზე და ამბობენ, რომ სოფელი გათავისუფლებულია.
"ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!" – დაწერა ზელენსკიმ.
ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა, ანდრეი კოვალევმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის რეგიონში სამხრეთ ფრონტზე. ეს არის ბერდიანსკის მიმართულება - ველიკაია ნოვოსელკას სამხრეთით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და კონსოლიდაციას მიღწეულ ხაზებზე.


