Accentnews.ge
Politico:  Abrams-ები უკრაინაში შესაძლოა, სექტემბერში ჩავიდეს

Politico:  Abrams-ები უკრაინაში შესაძლოა, სექტემბერში ჩავიდეს

28/07/2023 07:03:45 მსოფლიო

ამერიკული წარმოების Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია უკრაინაში შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდნენ, - იუწყება Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

Politico-ს თავდაცვის სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ტანკების პირველი პარტია მოიცავს 6-8 ტანკს. საერთო ჯამში კი აშშ უკრაინაში 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს.

Politico-ს ინფორმაციით, სანამ უკრაინელი სამხედროები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა გაიარონ სწავლების კურსი, რომელიც გერმანიის გრაფენვერის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული წვრთნების დასრულება აგვისტოში იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S