მოსკოვზე დრონით შეტევის მცდელობის თაობაზე იუწყებიან
28/07/2023 06:19:54 მსოფლიო
მოსკოვზე დრონით შეტევის მცდელობის თაობაზე იუწყებიან.
„ღამით იყო მტრის უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის მცდელობა, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა დრონი ჩამოაგდეს და ნგრევა და მსხვერპლი არ არის", – წერს სოციალურ ქსელში მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მას კონკრეტული რაიონი არ დაუსახელებია.
მოგვიანებით, კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია: „დღეს დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე“.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო. უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს მოსკოვზე დრონებით შეტევასთან კავშირს.


