Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

28/07/2023 06:13:39 პოლიტიკა

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია", – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – Astoria Grande რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. ხომალდის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, რადგან ბათუმში ჩამოსულმა განაცხადა, რომ ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“

27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. პოლიციას ჯებირები ჰქონდა გავლებული და აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ ლაინერთან მიახლოების უფლებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S