ევროკავშირი საბერძნეთს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენებს უგზავნის
27/07/2023 19:10:45 მსოფლიო
ევროკავშირი სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად საბერძნეთს 2 სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გაუგზავნის. ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისული ვითარების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
"ძლიერ ტყის ხანძრები საბერძნეთში კლავ არ არის კონტროლის ქვეშ. დამატებითი დახმარების სახით, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ფარგლებში, დამატებით ორ სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გავგზავნით საფრანგეთიდან, რათა დავეხმაროთ ცეცხლის ჩაქრობაში. ეს არის ევროპული სოლიდარობა საუკეთესო სახით", - განაცხადა ლენარჩიჩმა.
მანამდე, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და საფრანგეთი მონაწილეობენ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის განხორციელებაში. საერთო ჯამში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 490-ზე მეტი მეხანძრე და 7 თვითმფრინავი გაიგზავნა.
საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო კუნძულ როდოსის ყველა მუნიციპალურ ერთეულში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


