Accentnews.ge
ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი უკრაინის მშობლიური ქალაქიდან მუზეუმში გადაიტანეს

ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი უკრაინის მშობლიური ქალაქიდან მუზეუმში გადაიტანეს

27/07/2023 18:15:56 მსოფლიო

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კამენსკოეში მდებარე ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი დაშალეს.

საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი კამენსკოეში (საბჭოთა პერიოდში მას ეწოდა დნეპროდზერჟინსკი) 1906 წელს დაიბადა. აღნიშნული ბიუსტი დამონტაჟდა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბრეჟნევს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის მეორე ოქროს ვარსკვლავი. სსრკ-ში, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირებს სიცოცხლეშივე უდგამდნენ ძეგლებს თავიანთ სამშობლოში.

ძეგლი კამენსკოეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, თუმცა უკრაინაში მიღებული კანონი დეკომუნიზაციის შესახებ მის დემონტაჟს ითვალისწინებდა. ქალაქის მერმა ანდრეი ბელოუსოვმა, განაცხადა რომ ძეგლს გადაიტანენ ქალაქის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაშენებულ ხეივანში. ხოლო ქალაქის ცენტრში იმ ადგილას, სადაც ბიუსტი იდგა, მოგვიანებით რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S