Accentnews.ge
საია შსს–ს მოუწოდებს, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და დასასჯელად

საია შსს–ს მოუწოდებს, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და დასასჯელად

27/07/2023 15:38:12 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 26 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ საკრუიზო გემით იმ პირების შემოსვლის შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

საია შსს–ს მოუწოდებს, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და დასასჯელად.

"რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები", – აცხადებს საია.

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში სოჭიდან შემოვიდა. ხომალდის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, რადგან ბათუმში ჩამოსულმა განაცხადა, რომ ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S