
ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა
27/07/2023 15:30:09 საზოგადოება
ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთი - ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა.
სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ხიდის ნანგრევებში მოყვნენ, კაცი ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.