Accentnews.ge
ზელენსკი: "პუტინი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს"

ზელენსკი: "პუტინი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს"

27/07/2023 14:43:54 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს.

"ის დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია, თავისი გარემოთი, სადაც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთ ბლოკირებაზე, ასეთ პროცესებზე, ძალიან პრაგმატულ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ომის დროს. ისინი ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ ის რადიკალურად არის განწყობილი უკრაინაში ხალხის განადგურებისკენ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის მთავარი მიზანი ფულის შოვნაა.

''ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს არაეგოისტური პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში ეს არის ფული", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" 17 ივლისს შეწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S