
"რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია"
27/11/2019 11:15:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია.
"ამის შესახებ მქონდა საუბარი ნიუ-იორკში არაფორმალური შეხვედრის დროს, რომელიც გენერალური ასამბლეის ფორმატში გაიმართა. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, უცილებელია ფრენების აღდგენა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუკი ეს დროულად მოხდება. ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, რადგან იმ შეხვედრაზეც განვაცხადე და ამჯერადაც საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ზაფხულის პერიოდში, არც ერთ რუსეთის მოქალაქეს და ზოგადად არც ერთ საერთაშორისო ვიზიტორს არანაირი პრობლემა არ შექმნია და არც შეექმნება. ხალხთაშორის ურთიერთობა, თავისუფალი გადაადგილება ეს ღია ფუნდამენტური უფლებებია, რომლის ხელოვნური შეზღუდვა არის არასწორი და ვფიქრობ, თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.