Accentnews.ge
მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ

მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ

27/07/2023 14:12:33 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ.

„ბახმუტის მიმართულებაზე ბახმუტის სამხრეთით თანდათან წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ანდრიივკის რაიონებში. ბრძოლებს საკმაოდ სასტიკი ხასიათი აქვთ. მტერი ინტენსიურ ცეცხლს ხსნის“, - წერს მალიარი სოციალურ ქსელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშებს იგერიებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S