სვეტლანა ტიხანოვსკაიას მინსკში ბინა გაუყიდეს
27/07/2023 13:43:32 მსოფლიო
ბელარუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მინსკში ბინა აუქციონზე გაუყიდეს.
როგორც იუწყებიან, აუქციონში ორი პირი მონაწილეობდა. საბოლოოდ ბინა გაიყიდა 203 687 ბელარუსულ რუბლად (დაახლოებით 80 735 აშშ დოლარი), რაც თავდაპირველ ღირებულებაზე მეტია. აუქციონი 13 საათს გაგრძელდა.
ბინა მესამე ცდაზე გაიყიდა – წინა ორი აუქციონი არ შედგა. ამჯერად გაყიდვის რეკლამა საიტის მთავარ გვერდზე, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდა. ლოტის საწყისი ფასი იყო 171,9 ათასი ($68,134). ხოლო პირველი აუქციონისას – 214,860 ბელარუსული რუბლი (დაახლოებით $85,000).
სვეტლანა ტიხანოვსკაია ბინა 2022 წლის სექტემბერში ჩამოართვეს. მისი გაყიდვის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ვალის დასაფარად ქონება უნდა გაიყიდოს.


