Accentnews.ge
რუსეთში დააკავეს კაცი, რომელიც თითქოს 37 ათასი ადამიანით დასახლებული რაიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებდა

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელიც თითქოს 37 ათასი ადამიანით დასახლებული რაიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებდა

27/07/2023 12:55:23 მსოფლიო

რუსეთის ФСБ–ს ოფიცრებმა დააკავეს ვოლგოგრადის ოლქის კოტელნიკოვსკის რაიონის მკვიდრი, რომელიც, თითქოს გადატრიალების მოწყობას გეგმავდა რეგიონში და ასევე სოციალურ ქსელებში გაავრცელა "ყალბი" ამბები რუსეთის არმიის შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ვისოტა 102“ იუწყება.

ФСБ–ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ორი შენიღბული ძალოვანი მირბის კაცთან, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დგას, მას მიწაზე დაწოლას აიძულებენ, ადებენ ხელბორკილებს და მიჰყავთ.

ადგილობრივი გამოცემა "ბლოკნოტი" წერს, რომ დაკავებული 40 წლის დაუსაქმებელი კაცია, რომელიც რეგულარულად ტოვებდა უარყოფით კომენტარებს რუსეთის ხელისუფლების შესახებ ინტერნეტში სხვადასხვა რესურსებზე და საუბრობდა რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების აუცილებლობაზე.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ კაცი უკვე გაასამართლეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებისთვის და სავალდებულო შრომა განესაზღვრა. კონკრეტულად როდის მოხდა დაკავება და წარიმართა სასამართლო პროცესი, უცნობია.

კოტელნიკოვსკის რაიონში დაახლოებით 37 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S