Accentnews.ge
პრიგოჟინი შეამჩნიეს ფორუმზე, რომელშიც პუტინი მონაწილეობს

პრიგოჟინი შეამჩნიეს ფორუმზე, რომელშიც პუტინი მონაწილეობს

27/07/2023 12:02:30 მსოფლიო

"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ივნისის ბოლოს რუსეთში შეიარაღებული აჯანყება მოაწყო, სამიტზე ნახეს, რომელშიც კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მონაწლეობს.

ცენტრალურ აფრიკაში არსებული "რუსეთის სახლის" ხელმძღვანელმა დიმიტრი სიტიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრიგოჟინის ფოტო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელთან ერთად.

სიტის ცნობით, ფოტო გადაღებულია რუსეთ-აფრიკის სამიტზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს.

როგორც იუწყებიან, ფოტო გადაღებულია "ტრეზინეში". სასტუმრო პრიგოჟინის ოჯახს ეკუთვნის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, აფრიკის რამდენიმე ქვეყანას სამიდან ოთხ თვეში უსასყიდლოდ მიაწოდოს 25 000-50 000 ტონა მარცვლეული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S