ესტონეთი სამხედრო ბაზისთვის NATO–სგან 40 მილიონ ევროს მიიღებს
27/07/2023 11:42:45 მსოფლიო
ესტონეთი ნატო–სგან 40 მილიონ ევროს მიიღებს მოკავშირეთა ჯარებისა და ტექნიკის მისაღებად ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ უნდა აშენდეს თვითმფრინავების ანგარები, თავშესაფრები ტექნიკისთვის, ყაზარმები ამარში და ტაპაში დამატებითი დანაყოფებისთვის.ასევე ავტოფარეხები, თავშესაფრები. გარდა ამისა, უნდა გარემონტდეს სასადილო.
ამასთან, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური იმედოვნებს, რომ ესპანეთი გააგრძელებს NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას ბალტიისპირეთის ქვეყანაში.


