Accentnews.ge
ბათუმში აქცია დააანონსეს: "20:00სთ–ზე შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია"

ბათუმში აქცია დააანონსეს: "20:00სთ–ზე შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია"

27/07/2023 11:18:20 საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში შეკრებას და სოჭიდან ჩამოსული საკრუიზო გემის შემოსვლის გაპროტესტებას გეგმავენ.

"რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა. სტაბილურ დისკომფორტში უნდა იყვნენ და იმ ამაზრზენი განცხადებებისთვის, რაც ჩვენს ქალაქში, ბათუმში გააკეთეს საკადრისი პასუხი მიიღონ!ჩვენი ღირსების, ეროვნულობის, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის გადათელვაში საკუთარ თავებს მოუმკით ძალიან ცუდს .20:00სთ-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია. და გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არასდროს იქნება!", – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე მირცხულავა.

ბათუმელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს კიდევ ერთი აქტივისტი თაზო მახარაძე.

"ყურადღება!ვიცი, ჩემი ფეისბუქ მეგობრების უმრავლესობა მუდმივად განიცდის და იბრძვის საქართველოს დღევანდელი რეალობის გამო...ამიტომ, გთხოვთ, ვინც ამ პოსტს ხედავთ, ყველამ გაუზიაროთ ერთმანეთს და გააზიაროთ სადაც საჭიროდ ჩათვლით ყველგან!გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკიდებლად და არ ვფიქრობ რომ ამ ამბავს დიდი დაორგანიზება სჭირდება!დღეს, სოჭიდან ბათუმში ჩამოვიდა რუსული საკრუიზო გემი, 800 ღორი ჩამოიყვანა!ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება! მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია გგონიათ, მაშინ გამოდით გარეთ!",– წერს სოციალურ ქსელში თაზო მახარაძე.

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს.

რუსული მედიის ცნობით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.

„მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, - ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.

მანამდე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” ემსახურება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S