Accentnews.ge
ჰოლანდიასთან გემი იწვის, რომელზეც 3 000 მანქანაა

ჰოლანდიასთან გემი იწვის, რომელზეც 3 000 მანქანაა

27/07/2023 11:17:37 მსოფლიო

ოთხშაბათის საღამოს შემდეგ, ჰოლანდიის კუნძულ ამელანდის ჩრდილოეთით ცეცხლმოკიდებულ სატვირთო გემთან დაკავშირებით მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა - ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, გემი კი ბუქსირებულია და მას წყლის ზედაპირზე ინარჩუნებენ.

სანაპირო დაცვის ცნობით, გემზე მაღალი ტემპერატურა და დაკვამლიანებაა, ამიტომ ვერ ხერხდება ბორტზე გადასვლა, რათა ადგილზე შეფასდეს მდგომარეობაა და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმოს.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის ჩაქრობას შეიძლება, რამდენიმე დღე დასჭირდეს. სანაპირო დაცვა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კრიზისული ჯგუფი მსჯელობენ სხვა სცენარებზეც.

შიშობენ, რომ გემი შეიძლება გადაბრუნდეს და ჩაიძიროს. ეს კი შეიძლება, ნიშნავდეს, რომ 3000 ავტომობილიდან ზოგიერთი ვადენის კუნძულებზე მოხვდება.

"ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ის შეიძლება დაზიანდეს, თუ იქ აღმოჩნდება ძალიან უცნაური, ტოქსიკური პროდუქტები", - თქვა ამლენდის მერმა ლეო პიტერ სტოელმა.

როგორც იუწყებიან, გემი Fremantle Highway გერმანიის ბრემერჰავენიდან ეგვიპტის პორტ–საიდში მიდიოდა, როცა ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ერთ–ერთ ავტომობილში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. მს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S