ჩიპების რუსეთისთვის მიწოდებისთვის Ommic-ის ფრანგი და ჩინელი ხელმძღვანელები დააკავეს
27/07/2023 10:56:08 მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლებამ Ommic-ის ფრანგი და ჩინელი აღმასრულებლები სამხედრო ინდუსტრიაში გამოყენებული საიდუმლო ტექნოლოგიების ჩინეთისა და რუსეთისთვის გადაცემისთვის დააკავა. ასევე დააკავეს Ommic-ის აქციები, რომელსაც ჩინელი ბიზნესმენი აკონტროლებდა,– ამის შესახებ Le Parisien საფრანგეთის ხელისუფლების გამოძიების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით იუწყება.
Ommic აწარმოებს მაღალი ხარისხის ჩიპებს, რომლებიც გამოიყენება 5G აღჭურვილობაში, თანამგზავრებში, ასევე ტანკების და გამანადგურებლების რადარებში და რაკეტების მართვის სისტემებში. ასეთი ტექნოლოგიები საგულდაგულოდ არის დაცული და მათი ექსპორტი კონტროლდება.
თუმცა, გაირკვა, რომ კომპანია პეკინში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენის რუდან ჟ.-ს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომელსაც "კავშირები აქვს თავისი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიასთან". 2018 წელს მან საფრანგეთში შექმნილი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით იყიდა Ommic-ის 94%-იანი წილი, გახდა მისი პრეზიდენტი და მმართველ დირექტორად დანიშნა ფრანგი ინჟინერი მარკ რ.
გამომძიებლების თქმით, რუდანი ცდილობდა, ჩინეთისთვის გადაეცა Ommic-ში განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე მოეხდინა მისი „დუბლირება“ ჩინეთში მსგავსი კომპანიის შექმნით. მარკ რ.-მ შეიმუშავა ჩინეთსა და რუსეთს მძლავრი ჩიპებისა და საიდუმლო ტექნოლოგიური ინფორმაციის მიწოდების გზების სერია. პირველ შემთხვევაში ისინი ყალბი ინვოისების და ტექნიკური დეკლარაციების გამოყენებით გაიტანეს ჩინურ სახელმწიფო კომპანიებში.
გამომძიებლების შეფასებით, რუსეთის მიერ შესყიდული ორმაგი დანინულების პროდუქცია 11,8 მილიონი ევროს ირებულების იყო. რთული სქემა მოიცავდა მათ მიწოდებას ჩინეთის გავლით. გარდა ამისა, მარშრუტები გადიოდა ლიეტუვის, ინდოეთისა და თურქეთის გავლით. გამომძიებლების თქმით, ჩიპები და ტექნოლოგიური ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იარაღის კომპანიას გადაეცა.
მათი თქმით, მარკ რ.-მ პირადადაც კი მიაწოდა მიკროსქემები რუს მომხმარებლებს - საბერძნეთში მოგზაურობისას ან ამანათით გაგზავნა თავისი ქალაქიდან ყალბი სახელით. ასეთი აქტივობები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც გაგრძელდა 2023 წლის მარტამდე, როდესაც კომპანიის ცხრა თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის ორი ფრანგი ტოპ მენეჯერი და ორი ჩინელი. ამ დროს Ommic ავითარებდა ახალ მარშრუტს რუსეთში, შუამავლად ბელგიაში დაარსებულ ჭურვის მწარმოებელ კომპანიას იყენებდა.
სასამართლომ გადაწყვიტა მისი წილის კონფისკაცია Ommic-ში, რათა კომპანია საფრანგეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცეს.


