რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
27/07/2023 10:46:56 მსოფლიო
რუსეთში, ალთაიში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, კერძო ვერტმფრენი დაშვებისას სავარაუდოდ ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, კომპანია „ალტაი ავიას“ კუთვნილ ვერტმფრენს ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა.
საგამოძიებო კომიტეტმა საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


