რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ჰააგის მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა
27/07/2023 09:16:05 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც კრემლის ხელმძღვანელის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
კონკრეტულად რას ედავებიან მოსამართლეს, არ არის მითითებული.
აკნე გახდა ICC-ის მეორე მოსამართლე, რომელიც რუსეთში იძებნება. მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა ძებნილთა ბაზაში გასულ თვეში გამოჩნდა.
მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ძებნილად გამოაცხადა ICC–ის პროკურორი ქარიმ ხანი.
მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა უკრაინიდან ათასობით ბავშვის უკანონო დეპორტაციის საქმის ფარგლებში.


