ისტორიაში პირველად, იაპონიამ და საფრანგეთმა ერთობლივი საბრძოლო წვრთნები დაიწყეს
27/07/2023 08:33:08 მსოფლიო
იაპონიამ და საფრანგეთმა ერთობლივი საბრძოლო წვრთნები დაიწყეს.
როგორც იაპონური მედიასაშუალება Kyodo იაპონიის თავდაცვის საჰაერო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, წვრთნები ნიუტაბარუს ავიაბაზე ჩატარდება და მასში საბრძოლო ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.
„იაპონია-საფრანგეთის ერთობლივი წვრთნები ისტორიაში პირველად ტარდება და მათში იაპონიის მხრიდან - სამი F-15 ტიპის და ორი F-2 ტიპის გამანადგურებელი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან - ორი Rafale ტიპის გამანადგურებელი, მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.


