Accentnews.ge
მედია: რუსულმა გამანადგურებელმა კვლავ დაარტყა ამერიკულ დრონს სირიის თავზე

მედია: რუსულმა გამანადგურებელმა კვლავ დაარტყა ამერიკულ დრონს სირიის თავზე

27/07/2023 08:24:41 მსოფლიო

რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა სირიის ცაში სასიგნალო რაკეტა გაუშვა ამერიკულ დრონის მიმართულებით,– იტყობინება AP თეთრ სახლზე დაყრდნობით.

ეს არის მეექვსე დაფიქსირებული ინციდენტი ამ თვეში და მეორე ბოლო 24 საათის განმავლობაში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სახიფათოდ მიუახლოვდა ამერიკულ პილოტირებად და უპილოტო საფრენ აპარატებთან და საფრთხე შეუქმნა ეკიპაჟის წევრებს.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ დარტყმამ დააზიანა MQ-9 Reaper–ის დრონი. ოფიციალური პირები არ იყვნენ უფლებამოსილი, ამ საკითხზე საჯაროდ ემსჯელად, ამიტომ, ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S