Accentnews.ge
მედია: უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთში შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

მედია: უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთში შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

27/07/2023 08:17:21 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთში შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, – იუწყებიან The New York Times და Bloomberg.

The New York Times აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის არმიის სარდლობამ ვაშინგტონს შეატყობინა შეტევის დაწყება ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით. მისი ცნობით, ამ მიმართულებით რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევის შემთხვევაში, უკრაინას ექნება შესაძლებლობა წინ წაიწიოს ჯერ ქალაქ ტოკმაკის და შემდეგ ქალაქი მელიტოპოლისკენ.

The New York Times წყაროთა ინფორმაციით, უკრაინამ ოპერაციაში ჩართო საგანგებოდ კონტრშეტევისთვის მომზადებული შენაერთები, რომლებიც აქამდე რეზერვში იყვნენ. უკრაინის სამხრეთში თავდაცვის ძალების შეტევის გააქტიურებაზე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg-იც.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც" წერს, რომ 26 ივლისიდან უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით. ამერიკელი ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნონ, თუმცა შეტევა დიდხანს გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S