Accentnews.ge
მედია: სერგეი შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

მედია: სერგეი შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

27/07/2023 06:29:32 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შეხვდა, - იუწყება რუსული მედია.

მისი ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ინტერესის საკითხები განიხილეს.

„პატივცემული ამხანაგი კიმ ჩენ ინი სიამოვნებით შეხვდა თავდაცვის მინისტრ შოიგუს, თბილად მიესალმა და მეგობრული საუბარი გამართა“, - წერს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.

მისივე ინფორმაციით, შოიგუმ „პატივცემულ ამხანაგ კიმ ჩენ ინს მოწიწებით გადასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის პირადი წერილი“.

რუსეთის სამხედრო დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ კორეაში სამშაბათს ჩავიდა და კორეის ომში საომარი მოქმედებების დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავად მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S