იტალიაში ტყის ხანძრების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
27/07/2023 06:19:10 მსოფლიო
იტალიის კუნძულ სიცილიაზე ტყის ხანძრების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
იტალიური მედიის ცნობით, პალერმოს გარეუბანში 70 წელს გადაცილებული წყვილის ცხედრები მათ დამწვარ სახლში იპოვეს. მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ მის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო.
იტალიელმა მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ისინი ხანძრის 1 400 კერას ებრძოდნენ, მათ შორის 650-ს სიცილიაში და 390-ს კალაბრიაში.
იტალიის სამხრეთ ნაწილში ანომალიურ სიცხეებს ებრძვიან. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლესი დონე 16 ქალაქში გამოცხადდა.


