Accentnews.ge
გოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად იტალიის სენატმაც აღიარა

გოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად იტალიის სენატმაც აღიარა

26/07/2023 19:23:51 მსოფლიო

იტალიის სენატმა გოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა.

რეზოლუციას 130-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ოთხმა თავი შეიკავა, წინააღმდეგ არც ერთი არ წასულა.

ტექსტში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირმა იოსებ სტალინის მეთაურობით “მიზანმიმართულად გამოიწვია შიმშილი, რომელსაც უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მილიონობით ადამიანის – უმეტესად გლეხებისა და მცირე მიწათმფლობელების– სიკვდილი მოყვა.

“გოლოდომორისა და უკრაინული ერის წინააღმდეგ საბჭოური დანაშაულების შესახებ ხსოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს დღეს რუსული შეჭრისა და უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობების ფონზე,” - ხაზგასმულია დოკუმენტში.

გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა. 2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

გოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S