მომღერალი შინედ ო'კონორი გარდაიცვალა
26/07/2023 18:24:21 მსოფლიო
ირლანდიელი მომღერალი შინედ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა,– იუწყება "როიტერი".
ო'კონორს წლების განმავლობაში ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. 18 თვის წინ დაიღუპა მისი 17 წლის ვაჟი. შვილის სიკვდილის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ მომღერალმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ სჭირდებოდა დახმარება სუიციდური აზრებისგან თავის დასაღწევად.


