ერდოღანი პალესტინის პრეზიდნტს და "ჰამასის" ლიდერს შეხვდა, თურქეთში ელიან ნეთანიაჰუსაც
26/07/2023 18:05:31 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოთხშაბათს ანკარაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და პალესტინის რადიკალურ მოძრაობა "ჰამასის" ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიას შეხვდა.
სამმხრივი შეხვედრა საპრეზიდენტო კომპლექსში პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.
ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, სეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა პალესტინელი ხალხის ერთიანობისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პალესტინელებს შორის განხეთქილება სასარგებლოა იმ ძალებისთვის, რომლებიც სამშვიდობო პროცესის შელახვას ცდილობენ".
ერდოღანმა თქვა, რომ "ანკარა არ ეთანხმება ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადას. თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ალ-აქსას მეჩეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს".
ამასთან, საყურადღებოა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტით ელიან თურქეთში.
Times of Israel–ის ცნობით, ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 28 ივლისს შეხვდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ბოლოს 2008 წელს იმყოფებოდა. 2022 წელს თურქთში ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჩავიდა.


