Accentnews.ge
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა 38–წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა 38–წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა

26/07/2023 17:51:42 მსოფლიო

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ის სამ კვირაში გადადგება და თანამდებობას თავის უფროს შვილს, ჰუნ მანეს გადასცემს.

პოლიტიკოსმა სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში აღნიშნა, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილები შესახებ კამბოჯის მეფეს ნოროდომ სიჰამონს აცნობა.

მანამდე ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კამბოჯის მმართველმა "სახალხო პარტიამ", რომელმაც ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) 125 ადგილიდან 120 მოიპოვა.

ჰუნ სენი ხელისუფლებაში 38 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მან კამბოჯის პრემიერ – მინისტრის პორტფელი 1985 წლის იანვარში ჩაიბარა.

მისი მემკვიდრე – 45 წლის ჰუნ მანეტი ამჟამად ქვეყნის არმიის მთავარსარდალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S