Accentnews.ge
ნიგერის პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ დაატყვევა

ნიგერის პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ დაატყვევა

26/07/2023 17:31:36 მსოფლიო

ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა და დააკავა სახელმწიფოს მეთაური მოჰამედ ბაზუმი,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც იუწყებიან, მოჰამედ ბაზუმი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჰამადუ ადამუ სულეი პრეზიდენტის სასახლეში ჰყავთ ბლოკირებული.

მანამდე პრეზიდენტის "ტვიტერზე" განთავსდა შეტყობინება, რომ ბაზუმი და მისი ოჯახის წევრები „თავს კარგად გრძნობენ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დაცვის ცალკეულმა წევრებმა "დაიწყეს აჯანყება".

აღნიშნულია, რომ გადატრიალების მცდელობის უკან გენერალი ომარ ჩიანი დგას, რომელიც პრეზიდენტის გვარდიას თითქმის 10 წელი ხელმძღვანელობდა.

მოჰამედ ბაზუმმა პრეზიდენტის პოსტი 2021 წლის თებერვალში დაიკავა და გახდა სახელმწიფოს პირველი დემოკრატიულად არჩეული მეთაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S