Accentnews.ge
კოსოვო შეუერთდა ევროკავშირის უახლეს სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ

კოსოვო შეუერთდა ევროკავშირის უახლეს სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ

26/07/2023 16:58:00 მსოფლიო

კოსოვოს მთავრობამ ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტის ქვეყნის მიერთებას მხარი დაუჭირა, რომელიც დაწესებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

ევროკავშირის უახლეს სანქციებთან შეერთების წინადადება კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალა-შვარცმა დააყენა.

„სანქციების შეთანხმებული პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს: მესამე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სანქციების დარღვევის თავიდან არიდების მიზნით, რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტის აკრძალვა, ექსპორტის შეზღუდვის გაძლიერება, დამატებითი სანქციების დაწესება 71 ფიზიკური და 33 იურიდიული პირის, ასევე "ვაგნერის" ჯგუფის მიმართ", - აღნიშნა მან.

კოსოვოს მთავრობამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.

აღინიშნა, რომ კოსოვო მანამდეც თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, თანხვედრაში მოჰყავდა საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან, როგორც მომავალი ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S