შვედეთის სპეცსამსახური: ქვეყანაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება
26/07/2023 16:32:37 მსოფლიო
შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, შვედეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანას “ახლა თავდასხმების მუდმივ მუქარებთან აქვს საქმე, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ”.
ტერორისტული საფრთხის შეფასება შენარჩუნებულია სამ ქულაზე ხუთქულიანი სისტემიდან.
“რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს შვედეთზე და იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწვას”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ შვედეთის იმიჯიდ შელახვას და ქვეყნის წარმოჩენას როგორც “ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილის, სადაც მუსლიმებზე თავდასხმები სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა, სპეციალური სამსახურების მიერ იქნან გატაცებული”.


