Accentnews.ge
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდზე განხორციელებულ პირველ თავდასხმაში მონაწილეობა აღიარა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდზე განხორციელებულ პირველ თავდასხმაში მონაწილეობა აღიარა

26/07/2023 16:25:01 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 2022 წლის 8 ოქტომბერს ქერჩის (ყირიმის) ხიდზე მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა ვასილი მალიუკმა სპეცსამსახურების მუშაობისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაცია. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ გვექნება საუბარი, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ... ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რეალიზებული ოპერაცია, კერძოდ, ყირიმის ხიდის ნგრევა გასული წლის 8 ოქტომბერს", – თქვა მან.

ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსი გამომძიებლების ინფორმაციით, ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებაზე დაყრდნობით, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა და მასში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ყირიმის ხიდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსებისთვის როგორც ანექსირებული ყირიმის, ასევე სამხრეთ უკრაინაში რუსული არმიისთვის აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ის რუსული ოკუპაციის სიმბოლოა.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, თუმცა ოფიციალურად აფეთქებასთან კავირი არ დაუდასტურებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S